მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - Netgazeti
სარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - Netgazeti

სარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - Netgazeti

ნეტგაზეთი19 სექტემბერი, 2026, 14:20|netgazeti.ge

100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.

„100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი. სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი“, — განაცხადა, IPN-ის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ის ვერ ხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ „რაიმე საყვედურის სათქმელად“. „მაინტერესებს, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს“, — თქვა სარჯველაძემ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.

ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

“ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ, გამომწვევი ჯერ იდენტიფიცირებული არაა” — პედიატრი

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დამოკიდებულები ვართ ელეტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში – თარგამაძე

დამოკიდებულები ვართ ელეტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში – თარგამაძე

ნეტგაზეთი

სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო – Reuters

სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო – Reuters

ნეტგაზეთი

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასება

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასება

ნეტგაზეთი

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ

ნეტგაზეთი