მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო - Reuters - Netgazeti
სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო - Reuters - Netgazeti

სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო - Reuters - Netgazeti

ნეტგაზეთი5 ნოემბერი, 2026, 12:16|netgazeti.ge

სერბეთის ხელისუფლებამ დააკავა პოლიციის ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი ოფიცერი გასულ წელს ბელგრადში გამართული ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტების გამო. “როიტერის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ანტიკორუფციულმა საპროტესტო აქციებმა სერბეთი 2025 და 2026 წლებში მას შემდეგ მოიცვა, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში, ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა.

საპროტესტო აქციები საბოლოოდ 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვებით დასრულდა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილებმა, რომლებიც პოლიციის ელიტარულ დანაყოფში მსახურობდნენ, 2025 წლის 14-15 აგვისტოს ბელგრადის ცენტრში, სამთავრობო კომპლექსის ავტოფარეხში რამდენიმე დაკავებული პირი აწამეს და დააშინეს.

„ძალის გამოყენებითა და მუქარით (მათ) მიაყენეს დიდი ტკივილი და მძიმე ტანჯვა დიდი რაოდენობით… პირს, მათგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ასევე დაშინებისა და მათი უკანონოდ დასჯის გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ დაკავებული ოფიცრებისა და ყოფილი ოფიცრის მხოლოდ ინიციალები გაასაჯაროვა.

“როიტერსის” ცნობით, ეს ინფორმაცია წარმოადგენს პირველ მასშტაბურ დაკავებას ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა ცრემლსადენ გაზს და სხვა საშუალებებს.

ათობით სტუდენტმა და აქტივისტმა, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, რამაც მათი დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალადობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ, დღეს საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია - რატი იონათამიშვილირუსთავი 2
  • მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავესტვ პირველი
  • "ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულაBM.GE
ძალადობის →

მსგავსი სტატიები

დამოკიდებულები ვართ ელეტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში – თარგამაძე

დამოკიდებულები ვართ ელეტროენერგიის უწყვეტად მოწოდებაზე, რომ საღამოს მაინც გავიდეთ ეთერში – თარგამაძე

ნეტგაზეთი

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასება

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასება

ნეტგაზეთი

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ

ნეტგაზეთი