მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ - Netgazeti
სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ - Netgazeti

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონ - Netgazeti

ნეტგაზეთი4 ნოემბერი, 2026, 09:35|netgazeti.ge

სომხეთი და აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოებში ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს გაიწვევენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა ლილიტ მაკუნცმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბუნებრივია, სარჩელების გამოტანა შესაძლოა სამშვიდობო პროცესის ნაწილი იყოს“, – განაცხადა მაკუნცმა.

როგორც სომხური გამოცემა CivilNet წერს, სარჩელების გამოტანის ვალდებულება ვაშინგტონში პარაფირებულ სამშვიდობო შეთანხმებაშია გათვალისწინებული. დოკუმენტის მე-15 მუხლის თანახმად, მხარეებმა შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიწვიონ, შეწყვიტონ ან სხვაგვარად მოაგვარონ ყველა სახელმწიფოთაშორისი პრეტენზია და სამართალწარმოება, რომელიც შეთანხმების ხელმოწერამდე წარმოშობილ საკითხებს უკავშირდება. გამოცემის ცნობით, ეს დებულება აზერბაიჯანის მოთხოვნით ჩაიწერა.

2025 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმდნენ და პარაფირება მოახდინეს. თუმცა პარაფირება დოკუმენტს იურიდიულად სავალდებულო ძალას არ ანიჭებს. შეთანხმების ძალაში შესასვლელად ორივე ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი და მოახდინოს მისი რატიფიცირება.

„სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს იტყვის უარს საკუთარი ინტერესების დაცვაზე რომელიმე საერთაშორისო ინსტანციაში. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დავებს, სამშვიდობო პროცესის ლოგიკიდან გამომდინარე, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების გამოტანის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა მაკუნცმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი აქვთ შეტანილი საერთაშორისო სასამართლოებში. მათ შორისაა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი ურთიერთშუამდგომლობები და 2021 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელები რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევის თაობაზე.

ათწლეულების განმავლობაში სომხეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხების მიმართ რასობრივ დისკრიმინაციაში, წამებასა და მასობრივ მკვლელობებში. თავის მხრივ, აზერბაიჯანი სომხეთს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებასა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში სდებს ბრალს. ორივე საქმე გაეროს საერთაშორისო სასამართლოში კვლავ განხილვის პროცესშია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სფორმულა
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაარუსთავი 2
  • „ტვ პირველის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადადისტვ პირველი
  • რატომ უჩივლეს ტრამპის კრიპტოკომპანიას სასამართლოში?BM.GE
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში

ნეტგაზეთი

აფგან სადიგოვი “პოლიტიკური განცხადების” გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

აფგან სადიგოვი “პოლიტიკური განცხადების” გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

ნეტგაზეთი

“ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვი

“ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვი

ნეტგაზეთი