მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ქალის ცემისთვის დააკავეს - Netgazeti
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ქალის ცემისთვის დააკავეს - Netgazeti

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ქალის ცემისთვის დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი23 სექტემბერი, 2026, 09:33|netgazeti.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მცხოვრები ქალის ცემის ფაქტზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას ატარებს.

უწყების ინფორმაციით, დაახლოებით 21:00 საათზე ორი მამაკაცი ქალს, სავარაუდოდ, ქვებით სცემდა – “ექიმებმა მას დაუდგინეს თავის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის ჰემატომა და ზედა ქუთუთოს ჭრილობით-დაჟეჟილი დაზიანება”.

დე ფაქტო სამინისტროს ცნობითვე, ადგილზე მისულმა მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს აფხაზეთში დროებით მცხოვრები ორი პირი – რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმებაზე უარი თქვეს.

სოხუმის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს ადმინისტრაციული პატიმრობა, 15-დღიანი ვადით, შეუფარდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩესფორმულა
  • დონალდ ტრამპმა რუსეთთან მასშტაბური შეთანხმება დააანონსაBM.GE
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე

ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე

ნეტგაზეთი