მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. გაეროს ტრიბუნიდან ცარიელი ლოზუნგები მოვისმინეთ, რეალობა სხვაა — ხოკრიშვილი - Netgazeti
გაეროს ტრიბუნიდან ცარიელი ლოზუნგები მოვისმინეთ, რეალობა სხვაა — ხოკრიშვილი - Netgazeti

გაეროს ტრიბუნიდან ცარიელი ლოზუნგები მოვისმინეთ, რეალობა სხვაა — ხოკრიშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი25 სექტემბერი, 2026, 18:27|netgazeti.ge

გაეროს ტრიბუნიდან ცარიელი ლოზუნგები მოვისმინეთ, რეალობა სხვაა, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში (2017-2020 წწ) და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი (2015-2017 წწ) ელგუჯა ხოკრიშვილი.

ხოკრიშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დასავლეთში გააგზავნოს მესიჯები, თითქოს ევროინტეგრაციის გზაზე და პოლიტიკური დიალოგის ფორმატებში დაბრუნება სურთ, თუმცა ქვეყნის შიგნით ამისთვის არაფერს აკეთებს.

„ეს წლის ბოლომდე დაგეგმილი პოლიტიკური კალენდარია. ახლა შედგება ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა, შემდეგ იქნება პირველი პირების შეხვედრა და ასევე მოსალოდნელია გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება. ეს ანგარიში იქნება წინაზე უარესი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე დარჩა. გაფართოების ანგარიშის შემდეგ ევროკავშირს რეაგირება დასჭირდება. „ქართული ოცნების“ გზავნილია, პოლიტიკურ ფორმატებში დაგვაბრუნეთ, გვინდა ინტეგრაცია, ოღონდ [სანაცვლოდ] არაფერს არ გავაკეთებთ“, — განაცხადა ხოკრიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არის ოლიგარქიული რეჟიმი, რუსეთ-უკრაინის ომით მოსარგებლე ეკონომიკა, იზრდება რუსეთის გავლენები, ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია, იდევნება სამოქალაქო საზოგადოება და მედია.

„ამ პირობებით ევროკავშირში გაწევრიანება ვერანაირად მოხდება. უბრალოდ, ითვალისწინებენ იმას, რომ ბოლო გამოკითხვებით საქართველოს მოსახლეობის 70% ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, და მათთვის სჭირდებათ გაორებული გზავნილი. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ივაჭრებს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და შუა დერეფნით უნდა ევროპული ფულის მიღება, მაგრამ ეს მოლოდინი გადაჭარბებულია. საქართველოს შემთხვევაში პირობითობა ვერ მოიხსნება და ვერანაირი დამატებითი ფინანსური ორგანიზაციების დაინტერესება ვერ მოხერხდება. საქართველოს მთავარი აქტივი იყო დემოკრატიულ რეფორმების განხორციელება. თუ საქართველო გახდება ერთპიროვნული ავტოკრატიული მმართველობის სისტემა, სადაც ირანული, ჩინური და რუსული ინტერესები არის გამჯდარი და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ევროკავშირზე თავდასხმა, ვერანაირი პოლიტიკური ნორმალიზება და ვერც დასავლური ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხდება“, — მიიჩნევს ხოკრიშვილი.

ის არ გამორიცხავს, ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა არ ექნება წინსვლა გაწევრიანების მიმართულებით.

შესაბამისად, ხოკრიშვილის აზრით, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს კობახიძის მიერ გაეროს ტრიბუნიდან რუსული ოკუპაციის ხსენება.

„კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ სტრატეგიული ბუნდოვანება შეინარჩუნონ. ერთი მხრივ, ვითომ ევროკავშირი და დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების უნდათ და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ითვალისწინებენ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს. ამას უსაფრთხოების დივერსიფიკაციასთან ადგილი არა აქვს, თუ გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიული აქტივია“, — ამბობს ხოკრიშვილი.

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე, სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და საქართველოს ეკონომიკურ შედეგებზე.

სიახლეა ის, რომ კობახიძემ თავის სიტყვაში რუსეთს ოკუპანტი უწოდა. გაეროს ტრიბუნიდან ოკუპანტის კონტექსტში რუსეთის ხსენება ცვლილებაა “ქართული ოცნების” რიტორიკაში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით 2024 წელსაც გამოვიდა და მაშინ იგი გახდა საქართველოს პირველი პრემიერი, რომელმაც ამ ტრიბუნიდან რუსეთს ოკუპანტი არ უწოდა. მანამდე გამომსვლელი ყველა სპიკერი- ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე, გიორგი კვირიკაშვილი – გაეროს წინაშე რუსეთს ოკუპაციაში ამხელდნენ. კობახიძის შემდეგ, 2025 წელს გაეროში მიხეილ ყაველაშვილი წავიდა და რუსეთისთვის ოკუპანტი არც მას უწოდებია.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენასამბლეაზე

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდაიმედი
  • საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა - პრემიერის გამოსვლა გაეროში|სრული ტექსტიBM.GE
  • პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყებარუსთავი 2
  • Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეატვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

დავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

დავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

ნეტგაზეთი

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს – TI

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს – TI

ნეტგაზეთი