მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს - TI - Netgazeti
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს - TI - Netgazeti

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს - TI - Netgazeti

ნეტგაზეთი25 სექტემბერი, 2026, 15:19|netgazeti.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს.

TI-ს განცხადებით, ივლისში მათ დაუკავშირდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ექსპრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მიაწოდა ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით TI-მ თავის მიგნებები და სამართლებრივი შეფასებები დღეს, 25 სექტემბერს, გამოაქვეყნა.

„ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

TI-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი არ იყო.

TI-ის პოლიტპატიმრების განახლებულ სიაში 90 ადამიანია, მათ შორის ამ ეტაპზე არაა სააკაშვილი და ელისაშვილი

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

დავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

ნეტგაზეთი

ჩოხატაურში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ჩოხატაურში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნეტგაზეთი

აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება

აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება

ნეტგაზეთი