მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებს - Netgazeti
Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებს - Netgazeti

Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებს - Netgazeti

ნეტგაზეთი28 სექტემბერი, 2026, 13:25|netgazeti.ge

Politico-ს ცნობით, ევროკავშირი წევრობის ყველაზე პერსპექტიული ოთხი კანდიდატისთვის (მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა) სამოქმედო გეგმებს ამზადებს, სადაც გაწევრიანების მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპების დასასრულებლად მიზნობრივი თარიღები იქნება დათქმული.

„ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ფავორიტებად მიიჩნევა, თუმცა ისინი კვლავ აწყდებიან ნელ პროგრესსა და გაურკვეველ ვადებს იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება მათი ოფიციალურად მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია მხარს უჭერს მათ განაცხადებს წევრობაზე, ეს საგზაო რუკები იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიეცემათ გარანტიები, რომ არსებითი რეფორმების გაგრძელების შემთხვევაში, ისინი ევროკავშირში მიღებულნი იქნებიან, და შესთავაზებენ საორიენტაციო ვადებს მოლაპარაკებების დასასრულებლად“, — წერს გამოცემა.

Politico-ს წყაროს ცნობით, საგზაო რუკები უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას. ამასთან, შექმნის ვალდებულებებს ევროკავშირის ამჟამინდელი წევრებისთვისაც, რომლებმაც პროცესის წინსვლას თანხმობა უნდა მისცენ. გეგმები ასევე ადგენს მიახლოებით თარიღებს იმის თაობაზე, თუ როდის დაიხურება ოფიციალურად გაწევრიანების მოლაპარაკებების „კლასტერები“.

„პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორებიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. ასევე, არ იქნება შეთავაზებული საგზაო რუკები საქართველოს, თურქეთისა და სერბეთისთვის, რომელთა განაცხადების განხილვა დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გამო შეჩერებულია“, — წერს Politico.

პარალელურად, ევროკავშირი გეგმავს გაფართოებამდელი პოლიტიკის რეფორმას, რაც ითვალისწინებს წინადადებებს ბლოკის შიდა მუშაობის შესაცვლელად, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამცავი მექანიზმების არსებობა, რათა თავიდან აიცილონ ახალი წევრების მიერ საკვანძო პოლიტიკის შეფერხება ან საკუთარ ვალდებულებებზე უარის თქმა. ცვლილებები შესაძლოა მოიცავდეს საგანგებო პუნქტებსა და გარდამავალ პერიოდებს გარკვეული წევრობის უფლებების სრულად მინიჭებამდე.

ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულა ქორწინება – შსს

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულა ქორწინება – შსს

ნეტგაზეთი