მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რა ჩაწერა "ოცნებამ" გახარიას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელში - Netgazeti
რა ჩაწერა "ოცნებამ" გახარიას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელში - Netgazeti

რა ჩაწერა "ოცნებამ" გახარიას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელში - Netgazeti

ნეტგაზეთი29 სექტემბერი, 2026, 15:30|netgazeti.ge

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის განახლებული სარჩელი წარადგინა, რომელიც „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს.

საკონსტიტუციო სარჩელში „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.

გახარიას პარტიის აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად სარჩელში მოყვანილია სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით შექმნილი სხვადასხვა პლატფორმებში, მათ შორის „ქართულ ქარტიასა“ და საკოორდინაციო პლატფორმაში მონაწილეობა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თანახმად, ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები“.

„ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკრებულოების თავმჯდომარეთა და საკრებულოების სხვა თანამდებობის პირთა ერთობლივად არჩევა. მეტიც, მათ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროცედურული დარღვევით გამართეს, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები მათი ძალისხმევით უკანონოდ იქნენ არჩეული, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც არის დადასტურებული. მსგავსი კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევებს მიეკუთვნება აგრეთვე პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ და პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მიერ მუნიციპალიტეტების ორგანოების 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება“, — ვკითხულობთ სარჩელში.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიამ 2021 წლის თებერვალში ხელი შეუწყო ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში“.

„ამ ფაქტს დღემდე არ გამიჯვნია პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“, — წერია სარჩელში.

სარჩელში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამოძიებაზეც. მართალია, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ იმჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია „ქართულმა ოცნებამ“ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრად დანიშნა, თუმცა ახლა ედავება, რომ ამ საქმეზე უკვე ბრალდებულის რანგში „თავს არიდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას და, ამდენად, ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო შესაბამისი ფაქტისგან გამიჯვნისგან დღემდე თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიის სხვა წარმომადგენლები“.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტია პარლამენტშიც შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. „ოცნება” სწორედ ამ ფაქტორებით ხსნიდა, თუ რატომ არ ჩაწერეს ეს პარტია თავდაპირველ სიაში, თუმცა ახლა მაინც მოითხოვეს მისი აკრძალვაც, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელში „ოცნება“ წერს:

„მიუხედავად იმისა, აღნიშნული პოლიტიკური პარტიებიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მოგვიანებით პარლამენტის წევრის მანდატების გამოყენება გადაწყვიტა, მან ამის შემდეგაც განაგრძო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგების უარყოფა და პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა. მას ეს პოზიცია დღემდე არ შეუცვლია. მეტიც, პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მის მიერ პარლამენტის წევრის მანდატების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლისა და დამხობის 2025 წლის 4 ოქტომბრის მცდელობის წარუმატებლობა დაასახელა“.

ამის დასტურად მოყვანილია ლევან გოგიჩაიშვილის და გიორგი შარაშიძის განცხადებები:

ლევან გოგიჩაიშვილი: „4-მა ოქტომბერმა გაუხსნა ქართულ ოცნებას გზა, რომ დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ერთად დაგეგმილ პროვოკაციას, რომელსაც დაერქვა მშვიდობიანი დამხობა, ამის შემდგომ, უბრალოდ, მანდატების არგამოყენებას აღარ ჰქონდა აზრი. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც იძლევა პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა.“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, „4 ოქტომბრის აქცია სხვანაირად რომ წარმართულიყო, თქვენ პარლამენტში არ შეხვიდოდით, ბატონო გიორგი?“- გიორგი შარაშიძე პასუხობს: „დიდი ალბათობით არ შევიდოდით, რადგან 4 ოქტომბერი, ეს იყო გადამწყვეტი.“ ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვაზე, „4 ოქტომბერს რა უნდა მომხდარიყო, რომ გახარიას გუნდს პარლამენტის სკამები არ დაეკავებინა, ვერ მივხვდი, რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან?“ – გიორგი შარაშიძე პასუხობს: „ამაზე ახლა საუბარი, ამაზე საუბარი გვიანია, უკვე გვიანია. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ, რომ ჩვენ 4 ოქტომბერი, უკვე, სამწუხაროდ, ეს ფაქტი არის, შემდგარი ფაქტი. და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იქნებოდა 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში.“

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც „ოცნება“ გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძვლად ასახელებს, 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებაა, რასაც მმართველი გუნდი პოსტ-ფაქტუმ, 6 წლის დაგვიანებით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებად“ აფასებს.

„გიორგი გახარია ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, თავს არიდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას და, ამდენად, ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო შესაბამისი ფაქტისგან გამიჯვნისგან დღემდე თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სხვა წარმომადგენლები; მეტიც, ისინი გიორგი გახარიას ამ საკითხში პირდაპირ, ნათლად და საჯაროდ მხარს უჭერენ“, — წერია საკონსტიტუციო სარჩელში.

გახარიას პარტიის გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ განახლებული სარჩელის გასაჯაროებას X-ზე გამოეხმაურა გიორგი გახარია.

„ამ დოკუმენტით მმართველი პარტია თავად კრიტიკულ, განსხვავებულ აზრს ოფიციალურად არაკონსტიტუციურად აცხადებს. ამ ავტორიტარულ შემობრუნებას კონკრეტული სახელები და გვარები უკავშირდება: 88 დეპუტატი, რომლებმაც საქართველოში კრიტიკული აზროვნებისა და პოლიტიკური პლურალიზმის აკრძალვას მოაწერეს ხელი. საქართველოსთვის ეს ნიშნავს სრულ ერთპარტიულ მმართველობაზე გადასვლას, ჩვენი ევროპული გზიდან სრულად გადახვევასა და მძიმე საერთაშორისო იზოლაციას. სწორედ ამაზე ეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეულ ხელმომწერს“, — წერს გახარია.

პარტიის აკრძალვის საფუძვლები

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გიორგი კახიანი: IRI-ს შედეგები მიუთითებს, რომ საზოგადოება სწორად უყურებს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ მძიმე წლებში, აწარმოებდა და ამას პოზიტიურად აფასებსიმედი
  • ხასაია: ოცნება ჩემზე რას იტყვის საინტერესო არაა, ვაგრძელებ იქიდან სადაც გავჩერდიფორმულა
  • უპირველესი ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე რთული სანახავი იქნება, ამიტომ უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება - ეკა წივწივაძერუსთავი 2
  • დააკავეს “ოცნების“ დეპუტატის შვილი - ბრალი პოლიციელის შეურაცხყოფაატვ პირველი
ოცნების →გახარიას →

მსგავსი სტატიები

პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალა

პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალა

ნეტგაზეთი

საიას შეფასება ჩორჩანას საქმეზე

საიას შეფასება ჩორჩანას საქმეზე

ნეტგაზეთი