მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო - Netgazeti
სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო - Netgazeti

სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო - Netgazeti

ნეტგაზეთი8 ოქტომბერი, 2026, 12:34|netgazeti.ge

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე სასაფლაოზე იძალადეს, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება მოუწია.

ყანჩელის თქმით, ახლა უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება, თუმცა დამნაშავეების დასასჯელად ბრძოლას აპირებს და სარჩელი შეიტანა.

„წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც. სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს აგიხსნათ, რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში, 6 პირი იყვნენ. გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დატოვა თავისი დანაშაულის ადგილი“, — წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.

ყანჩელის თქმით, პოლიციელების თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო მისი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე, სქესობრივი იძულების კვალდაკვალ იხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ მის სამოქალაქო პოზიციას.

„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა. რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული“, — წერს ყანჩელი.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვარკეთილში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ვარკეთილში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ნეტგაზეთი

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვს

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვს

ნეტგაზეთი

სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

ნეტგაზეთი