მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაცია დასრულდა - გაუქმდა 3 დეპარტამენტი - Netgazeti
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაცია დასრულდა - გაუქმდა 3 დეპარტამენტი - Netgazeti

ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაცია დასრულდა - გაუქმდა 3 დეპარტამენტი - Netgazeti

ნეტგაზეთი22 ოქტომბერი, 2026, 12:51|netgazeti.ge

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 22 ოქტომბერს დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი.

მათივე განმარტებით, რეორგანიზაციის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა, ხოლო რეორგანიზაციის მთავარი პრინციპი – ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თემატური მიმართულებების გაძლიერება.

„მათ შორის, ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გაერთიანებისა და სპეციალიზებული კომპეტენციების ეფექტიანი გამოყენების გზით“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდაორგანიზაციულმა შეფასებამ გამოავლინა შემთხვევები, „როდესაც ერთი და იგივე ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში იყო განაწილებული და დუბლირებული“.

„გარდა კომპეტენციების გადაფარვისა, ეს ქმნიდა ერთსა და იმავე საკითხებზე განსხვავებული შეფასებების, რეაგირებების, არაკოორდინირებული მუშაობის და პროფესიული რესურსის არასაკმარისად ეფექტიანი გამოყენების რისკებს“, – წერია განცხადებაში.

15 ოქტომბერს ეკა სხილაძემ დაწერა, რომ რეორგანიზაციის შედეგად უქმდებოდა გენდერის დეპარტამენტი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა აპარატის პრესსამსახურს დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თუ კიდევ რომელი დეპარტამენტები გაუქმდა და როგორ გადანაწილდა ფუნქციები.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ამბობს, რომ, ჯამში, სამი დეპარტამენტი გაუქმდა – გენდერის დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა სწავლების, სტრატეგიული სამართალწარმოების დეპარტამენტი.

სხვა დეპარტამენტების შემთხვევებში ფუნქციების თემატური გადანაწილება და დაჯგუფება მოხდა.

„რეორგანიზაციის შედეგად გადანაწილებულია ის ფუნქციები, რომლებიც აქამდე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. […] სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი, რომელიც უკვე არსებობდა აპარატში, ამ დეპარტამენტის ქუდის ქვეშ რეორგანიზაციის შედეგად, რაც კი ჰქონდა აქამდე აპარატს დანაწევრებული სხვადასხვა დეპარტამენტში გადანაწილებული საკითხები, რაც პრაქტიკაში ბევრ სირთულეს და პრობლემას იწვევდა, დუბლირებებს, რესურსის არაეფექტიან მართვას და გაუგებრობებს, ეს მოგვარდა იმით, რომ ფემიციდი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ასე შემდეგ, მთლიანად გადაეცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტს“, – ამბობს თამარ გვარამაძე.

რაც შეეხება თანამშრომლებს, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ამბობს, რომ 7 ადამიანი გათავისუფლდა.

აპარატის ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს:

„სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ“. „სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აპარატის თემატური სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის, მათი როლისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას“. „ადამიანის უფლებათა დარღვევების დროული აღმოფხვრის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობის გაძლიერებას და განახლებული ფორმით გაგრძელებას, შესაბამისი წინადადებების თუ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის გზით“; „გაზრდილი ადამიანური რესურსით და ქალთა უფლებების საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილებისა და მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ინტეგრირების გზით, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის გაძლიერებას ინდივიდუალური საქმეების ერთიანი მეთოდოლოგიით შესწავლის, სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური მონიტორინგის, შეფასებების და რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებით“. „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის გაძლიერებას – მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სისტემურ მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგს“; „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებების გაძლიერებას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ნაცვლად 3 საშტატო ერთეულისა“; „ციფრულ სერვისებზე წვდომის, დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის ეფექტიანად წარმართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების გააქტიურებას“.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა

„მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა

ნეტგაზეთი

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა

ნეტგაზეთი