ორიგინალი
"იგლ ჰილსის" პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·19:10

"იგლ ჰილსის" პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

26 ნოემბერი, 2026 · 19:10

დღეს, 26 ნოემბერს, 13:00 საათზე, გარდაბანში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ათობით დაინტერესებული პირი განხილვაზე დასასწრებად გარდაბანში ჩავიდა, თუმცა მათ კულტურის სახლში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობის მთავარი შესასვლელი ჩაკეტეს, უკანა შესასვლელთან კი დაცვის თანამშრომლები განალაგეს. საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შენობაში არ უშვებდნენ. რამდენიმე მოქალაქე კი, რომლებმაც დარბაზში შესვლა მოახერხეს, დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

როგორც მოძრაობა „ერთი ხალხი – ერთი საქართველოს“ წევრი, ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია აცხადებს, საჯარო განხილვის დარბაზი ხელოვნურად იყო შევსებული, რათა პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს კითხვების დასმისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცემოდათ. მისივე თქმით, დარბაზში მყოფი მოქალაქეების ნაწილმა არც კი იცოდა, რა სახის შეხვედრას ესწრებოდა. თავად შურღაიაც ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობა ძალის გამოყენებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე დაატოვებინეს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობა, მათ შორის, „ქართული რესპუბლიკა“ და „ერთი ხალხი — ერთი საქართველო“, უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა ხელმოწერებს აგროვებს. მათი მოთხოვნა „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გაუქმებაა. ამ დროისთვის მათ 23 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.

საჯარო განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელს, ქეთი გუჯარაიძესაც. მისი შეფასებით, არაკონსტიტუციურია, როდესაც მოქალაქეებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ საჯარო განხილვაზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ.

არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში დასრულდა. დამსწრეებმა გარდაბნის კულტურის სახლი პოლიციის თანხლებით დატოვეს. შენობის გარეთ დარჩენილმა მოქალაქეებმა ამას საპროტესტო შეძახილებით უპასუხეს: „ეს იყო, ხალხო, საჯარო განხილვა?!“, „სირცხვილი!“, „ქართული მიწა ხალხისაა!“ და სხვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კულტურის ცენტრიდან გამოსულ სოფო ჭუმბურიძეს, რომელიც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელია, მოქალაქეებმა ჰკითხეს, რატომ არ მიეცათ საჯარო განხილვაზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. ჭუმბურიძის განცხადებით, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოქალაქეების დაშვება-არდაშვების საკითხზე პასუხისმგებელი თავად არ არის. მისივე განმარტებით, დაინტერესებულ პირებს კვლავ შეუძლიათ, 15 დღის განმავლობაში წერილობით მიმართონ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს.

საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების არდაშვების შემდეგ, ნიკოლოზ შურღაიამ 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ეთერის მოთხოვნით, აქცია დააანონსა.

ზუსტად ერთი წლის წინ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ განაშენიანების გენერალური გეგმები, როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურების საფუძველზე დამტკიცდებოდა. მისივე თქმით, კონკრეტული გეგმების შემუშავების შემდეგ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ექნებოდა დაგეგმილი მშენებლობების შესახებ.

„ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის, თუ რა აშენდება და როგორ აშენდება, იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად“, -აცხადებდა კობახიძე.

თუმცა, დღევანდელი განხილვის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეთა ნაწილს საჯარო განხილვაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "იგლ ჰილსის" პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

თემა: პროექტი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • პუბლიკა·18:26
    რა არის განსხვავებული სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში? — ახსნილი
  • აჭარის ტელევიზია·17:42
    ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა
  • იმედი·17:12
    სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო „იგლ ჰილსის“ პროექტზე: თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას
  • რუსთავი 2·16:32
    დეტალურ ეტაპზე დადგინდება სამი არეალი, სადაც განაშენიანების დეტალური გეგმა იქნება. ძირითადი პროექტის ნაწილი იქნება დაბალი და საშუალო განაშენიანება - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი "იგლ ჰილს საქართველო"-ს პროექტზე
პროექტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
ნეტგაზეთი·16:58

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პაატა ბურჭულაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.