მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს - Netgazeti
აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს - Netgazeti

აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს - Netgazeti

ნეტგაზეთი17 იანვარი, 2026, 09:12|netgazeti.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, გუშინ, 16 იანვარს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს სასამართლოს დადგენილება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს გადაეცა.

აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.

“სასამართლოს შეფასებით, სადიგოვის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან იგი აქამდეც იმავე საფუძვლით იყო ადმინისტრაციულად დასჯილი. საქმე ეხება მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობას და გზის გადაკეტვის ფაქტს – სწორედ ამ საფუძვლით, ბოლო კვირებში, სასამართლომ არაერთ აქტივისტთან დაკავშირებით შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება და საქმეები სისხლისსამართლებრივი რეაგირებისთვის შსს-ს გადასცა”.

როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, პრაქტიკულად, მშვიდობიანი პროტესტის განმეორებით მონაწილეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რეალური საფრთხე შეუქმნა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის სახით.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ მოძრაობის დროებითი შეფერხება შეკრების თავისუფლების განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იწვევდეს დაკავებას ან პატიმრობას არაძალადობრივი პროტესტის პასუხად. მიუხედავად ამისა, მიმდინარე პრაქტიკა ამ სტანდარტებს სისტემურად არღვევს და “მსუსხავ ეფექტს” ქმნის პროტესტის მონაწილეებისთვის”.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის დაიწყებს შსს გამოძიებას და წაუყენებს თუ არა ბრალს აფგან სადიგოვს – “ჩვენ ვაგრძელებთ აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას საქმის განვითარებაზე დამატებით ინფორმაციას მივაწვდით”.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიცია აფგან სადიგოვის სახლთან – სადიგოვის ცოლი კამერის ჩანაწერს ავრცელებს

პოლიცია აფგან სადიგოვის სახლთან – სადიგოვის ცოლი კამერის ჩანაწერს ავრცელებს

ნეტგაზეთი

პროტესტის 493-ე დღე და შაბათის მარში

პროტესტის 493-ე დღე და შაბათის მარში

ნეტგაზეთი

დააკავეს 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ – შსს

დააკავეს 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ – შსს

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი