მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას - ელჩი დეზინფორმაციის გამავრცელებლების სანქცირებაზე - Netgazeti
დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას - ელჩი დეზინფორმაციის გამავრცელებლების სანქცირებაზე - Netgazeti

დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას - ელჩი დეზინფორმაციის გამავრცელებლების სანქცირებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი24 თებერვალი, 2026, 09:49|netgazeti.ge

“ეს არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეთ უორდიმ 24 თებერვალს. დღეს, უკრაინაში რუსეთის შჭრიდან 4 წლისთავზე, დიდმა ბრიტანეთმა 300 -ზე მეტი ორგანიზაცია და ფიზიკური პირი დაასანქცირა, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი” და “პოსტ ტვ”.

“დღეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი უკანონო შეჭრის მეოთხე წლისთავია და ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს. ეს მოიცავს რუსულ კომპანიებს, რომლებიც ნავთობს ყიდიან, ასევე არარუსულ ორგანიზაციებს, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ, მათ შორის- ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“.

ამ პაკეტში ასევე შედის ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ნარატივებს, რომელთა მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დასუსტებაა. ასე რომ, ეს არის დიდი პაკეტი. ყველა ინფორმაცია გადაწყვეტილების საფუძვლების შესახებ ხელმისაწვდომია ონლაინ და ამაზე მეტი არაფერი მინდა ვთქვა დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

ეს არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და გააგრძელებს რუსეთისთვის ფასის გაზრდას, რუსეთის ომის მანქანისთვის შემოსავლების შეჩერებას და ასევე რუსეთის საინფორმაციო ნარატივების შეჩერებას”, – განაცხადა ელჩმა.

ამავე თემაზე:

დიდმა ბრიტანეთმა “იმედი” და POSTV დაასანქცირა

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ხელისუფლებამ დაარღვია მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნა — უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე

ნეტგაზეთი

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

ნეტგაზეთი

34 576-მა ყარაბაღელმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო – ერევანი

34 576-მა ყარაბაღელმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო – ერევანი

ნეტგაზეთი

ილჰამ ალიევი სამძიმრის წერილს უგზავნის ირაკლი კობახიძეს

ილჰამ ალიევი სამძიმრის წერილს უგზავნის ირაკლი კობახიძეს

ნეტგაზეთი