მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ზუგდიდის აქციების მედროშეს წლამდე პატიმრობა ემუქრება - აქტივისტი - Netgazeti

ზუგდიდის აქციების მედროშეს წლამდე პატიმრობა ემუქრება - აქტივისტი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ზუგდიდელ აქტივისტს და აქციების მედროშეს შალვა ესართიას წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ ინფორმაციას მისი თანამებრძოლი, მარიამ სიჭინავა ავრცელებს.

ესართია ორი დღის წინ, 17 მარტს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სიჭინავას გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ესართიას რამდენიმე პოლიციელი ძალის გამოყენებით სვამს მანქანაში. მაშინ, ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ესართია 173-ე მუხლის საფუძველზე – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

როგორც სიჭინავა წერს, ორი დღის შემდეგ გაირკვა, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვს წარდგენილი: 353-ე ტერცია მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით სახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლის კიდევ ერთხელ დარღვევა ისჯება 1 წლამდე პატიმრობით.

შალვა ესართია 173-ე მუხლით – პოლიციელის დაუმორჩილებლობა – მესამედ დააკავეს. პირველად 2025 წლის იანვარში, მეორედ – 2025 წლის დეკემბერში და ბოლოს 2026 წლის მარტში. პირველ ჯერზე ის 3000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ – 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მესამე დაკავების შემდეგ კი უკვე სისხლს სამართლის წესით წარუდგინეს ბრალი.

ამავე თემაზე:

დააკავეს ზუგდიდელი აქტივისტი შალვა ესართია ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია