მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ზახაროვა "ოცნების" მთავრობას "საინტერესო სპორტულ თამაშში" ეპატიჟება - Netgazeti

ზახაროვა "ოცნების" მთავრობას "საინტერესო სპორტულ თამაშში" ეპატიჟება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

“სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას, ბურთი რუსეთის მხარეს არ არის” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც ვხედავთ და აღვნიშნავთ, საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი იწყებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მხარდაჭერას. ამ ურთიერთობებმა კოლოსალური დარტყმა მიიღო მათგან, ვინც მანიპულირებდა სიტუაციით კავკასიაში; ვინც მანიპულირებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ვისი ამოცანაც იყო ქაოსის დათესვა ამ ჩვენს ოდესღაც საერთო სივრცეში, — განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ნაწილობრივ ამ “პროვოკაციებმა” მიზანს მიაღწია. „მაგრამ ვფიქრობ, მათ ბევრად მეტი სურდათ და მეტს ვერ მიაღწიეს. თუმცა ამასთან, ურთიერთობები ნამდვილად გაწყდა, — აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

“ამავდროულად, ბოლო წლებში იწყება როგორც ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა. ამჟამინდელი ხელისუფლება აცხადებს განზრახვას, რომ თავის საქმიანობაში ქართველი ხალხის ნებით იხელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, ვისურვებდით გვენახა პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით, — განაცხადა ზახაროვამ. “მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბურთი ამ საკითხში ჩვენს მხარეს არ არის. თუმცა ჩვენ მზად ვართ კარგი, საინტერესო, ჩამთრევი და ამასთანავე, სპორტული თამაშისთვის“, – დასძინა მან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია