მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მოსამართლე მახარობლიძე ოპოზიციონერების სხდომის დახურვით თავიდან ირიდებს დისკომფორტს - საია - Netgazeti
მოსამართლე მახარობლიძე ოპოზიციონერების სხდომის დახურვით თავიდან ირიდებს დისკომფორტს - საია - Netgazeti

მოსამართლე მახარობლიძე ოპოზიციონერების სხდომის დახურვით თავიდან ირიდებს დისკომფორტს - საია - Netgazeti

ნეტგაზეთი26 მარტი, 2026, 09:15|netgazeti.ge

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დაუშვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმის სხდომაზე. უფრო მეტიც, 25 მარტის სხდომაზე მან არც კი ახსენა საიას წერილობითი მიმართვა.

საია-ში აცხადებენ, რომ მათი განცხადების უგულებელყოფით მოსამართლე დაარღვია მხარეთა ინფორმირებულობის პრინციპი. მით უფრო, რომ 25 მარტს, სხდომის გახსნის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემაც დააყენა. თუმცა, მახარობლიძემ პოლიტიკოსთა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“25 მარტს სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში საია მიუთითებდა, რომ ორგანიზაცია სასამართლოს მონიტორინგს 2011 წლიდან ახორციელებს (ამას აკეთებდა, მათ შორის, კოვიდ პანდემიის დროსაც კი, როდესაც სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო). ამ დროისთვის ორგანიზაციას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში აქვს მომზადებული, ასევე, გამოქვეყნებული აქვს 3 სპეციალური ანგარიში, მათ შორის, 2025 წელს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პროცესებს საია სპეციალურად მომზადებული მეთოდოლოგიით აკვირდება. მონიტორინგი, ძირითადად, მიმდინარეობს უშუალოდ სასამართლო სხდომების დარბაზში დასწრებით. განცხადებაში, ასევე, ხაზგასმით იყო მითითებული, რომ, საიას წარმომადგენელს არასდროს დაურღვევია სხდომის მიმდინარეობისას წესრიგი.მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე არც კი გააჟღერა განსახილველ საქმესთან დაკავშირებული საიას განცხადება. უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადების განუხილველად დატოვება და მისი არსებობის შესახებ მხარეთათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა, საიას შეფასებით, არღვევს მხარეთა ინფორმირებულობის პრინციპს.საიას განცხადება მიმართული იყო სასამართლო განხილვის საჯაროობის, თუნდაც ნაწილობრივ უზრუნველყოფისკენ, შესაბამისად, გავლენას ახდენდა საქმის განხილვის ფორმაზე. აქედან გამომდინარე, მისი შინაარსი უნდა გაჟღერებულიყო სხდომის მიმდინარეობისას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ იმავე სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა სხდომის საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით.შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე სასამართლოს ევალებოდა მხარეთათვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული განცხადების შესახებ, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი პოზიცია. აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფით მხარეებს შეეზღუდათ როგორც საქმის მასალებზე სრულყოფილი წვდომა, ისე პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობა.აქვე აღვნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსულში არაერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა წესრიგის უზრუნველყოფის საფუძვლით დაიხურა, დასწრების შესაძლებლობა მაინც მიეცათ სასამართლო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების ან /და მედიის წარმომადგენლებს”, – წერია საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. პროკურატურა საბოტაჟსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას ედავება 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს: ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამ საქმეზე ბრალი წარუდგინეს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. საიას შეფასებით, ეს ტენდენცია აჩენს ვარაუდს, რომ პოლიტიკურად აქტიური პირებს მიზანმიმართულად წარუდგენენ ახალ-ახალ ბრალდებები. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების ინტერესს ამ საქმის მიმართ. თუმცა, მოსამართლე მახარობლიძე ზღუდავს პროცესის საჯაროობას.

“პირველ რიგში, მათ [ბრალდებულების] მომხრეებს, მხარდამჭერ პირებს, აქვთ უფლება საჯარო სხდომაზე მიიღონ ინფორმაცია იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ხსენებულ პირებს წარედგინათ ბრალდება.ამავდროულად, მსგავსი ტიპის საქმეები ხშირად განიხილება, არა მხოლოდ, ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეების ჭრილში, არამედ პროცესებად, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ გარემოზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და საარჩევნო პროცესებზე.შესაბამისად, პროცესის საჯაროობა არის ის მინიმალური გარანტია, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საზოგადოების თითოეული წევრისთვის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად”, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაციის იურისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სხდომის მიმდინარეობისას წესრიგი ირღვევა, მოსამართლეს შეუძლია ინდივიდუალური მექანიზმების გამოყენება. მაგალითად, შეუძლია დარბაზიდან გააძევოს ის კონკრეტული ადამიანი, რომელიც წესრიგს არღვევს. სხდომის სრულად დახურვა არის მხოლოდ უკიდურესი ღონისძიება, რისი საფუძველიც, საია-ს შეფასებით, თამარ მახარობლიძეს არ აქვს.

“ცალკეული პირების მხრიდან წესრიგის დარღვევა ვერ იქნება საკმარისი საფუძველი სასამართლო სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსახილველი საქმის მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი”, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს თამარ მახარობლიძის კომპეტენციასაც, რადგან “მოსამართლის პროფესიონალიზმის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მისი უნარი, ეფექტიანად მართოს სასამართლო სხდომა ისე, რომ ერთდროულად დაცული იყოს როგორც წესრიგი, ისე საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპი”.

“ის ფაქტი, რომ სხდომები დახურულია მედიის წარმომადგენლებისთვისაც, აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლემ საჯაროობის შეზღუდვის გზით თავიდან აირიდა დისკომფორტი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხდომაზე გაჟღერებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ან/და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას”, – აცხადებენ საია-ში.

თამარ მახარობლიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმე არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე, 24 თებერვალს დახურა. ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად არ გახსნა არც 25 მარტს.

ამავე თემაზე:

„აბრახუნებენ თქვენთანაც?!“ — როგორ დაიხურა საზოგადოებისთვის 8 პოლიტიკოსის დევნის საქმე “ოცნების” რიგითი ექსპერტი” – ვინ განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეს

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახალხო დამცველმა ბალდის კანიონზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სახალხო დამცველმა ბალდის კანიონზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

ნეტგაზეთი

პროკურატურის წინ მაღაროელებს საპროტესტო აქცია არ გაამართვინეს

პროკურატურის წინ მაღაროელებს საპროტესტო აქცია არ გაამართვინეს

ნეტგაზეთი

6 მილიონზე მეტის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს – პროკურატურა

6 მილიონზე მეტის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს – პროკურატურა

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი