
6 მილიონზე მეტის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს - პროკურატურა - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
6 102 153 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა ეს თანხა უცხოეთის მოქალაქისგან მიითვისა, რომელიც საქართველოში მიწის ყიდვით იყო დაინტერესებული.
“ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა. იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა.ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა მომგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონებები და აქტივები არ გააჩნდა.აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6 102 153 ლარს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თაღლითობას, ჩადენილს დიდი ოდენობით. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge