მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საფრანგეთში თანაკლასელები და მასწავლებლები მხარს უჭერენ ქართველ გოგოს, რომელსაც დეპორტი ემუქრება - Netgazeti
საფრანგეთში თანაკლასელები და მასწავლებლები მხარს უჭერენ ქართველ გოგოს, რომელსაც დეპორტი ემუქრება - Netgazeti

საფრანგეთში თანაკლასელები და მასწავლებლები მხარს უჭერენ ქართველ გოგოს, რომელსაც დეპორტი ემუქრება - Netgazeti

ნეტგაზეთი26 მარტი, 2026, 19:07|netgazeti.ge

19 წლის ნატალი სარალიძემ საფრანგეთში ცხოვრების უფლების გასაგრძელებლად სასამართლოში განცხადება შეიტანა. მას მხარს უჭერენ კლასელები და მასწავლებლები, რომლებიც თან ახლდნენ ქართველ მოსწავლეს მაშინ, როცა სტრასბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში განცხადების შესატანად მივიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნატალი სარალიძე საფრანგეთში 2022 წელს, 16 წლის ასაკში ჩავიდა უმცროს ძმასთან და მშობლებთან ერთად. ოჯახმა საფრანგეთში გადასვლა ნატალიას დედის მკურნალობის გამო გადაწყვიტა, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა. ნატალიას დედა 2023 წელს გარდაიცვალა. ამის გამო, სარალიძეების ოჯახის საფრანგეთში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველი შეუწყდა.

ნატალი ამჟამად სწავლობს Lycée des Pontonniers-ში. ეს არის ზოგად საგანმანათლებლო ლიცეუმი, რაც დაახლოებით იგივეა, რაც XI-XII კლასი საქართველოში. ნატალი რამდენიმე თვეში ლიცეუმს ასრულებს და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა. თუმცა, საკანონმდებლო პროცედურა, რომელიც მას ქვეყნის დატოვებას ავალდებულებს, ამაში ხელს უშლის.

“ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. ეს გადაწყვეტილება გვაშფოთებს კლასელებსა და მოსწავლეებს” – ამბობს Lycée des Pontonniers-ის ერთ-ერთი მოსწავლე ადგილობრივ მედიასთან, DNA-სთან საბრისას.

ნატალის კურსელები და მასწავლებლები ადგილობრივ ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ქართველი მოსწავლე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, არის ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე. ისინი ითხოვენ, რომ ნატალი სარალიძეს საფრანგეთში დარჩენისა და სწავლის გაგრძელების უფლება მიეცეს

“მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი აქ არის. აქ სრულად ინტეგრირებულად ვგრძნობ თავს”, – ამბობს თავად ნატალი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

სტრასბურგის ადმინისტრაციული სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 27 მარტს გამოაცხადებს.

“ნატალი მარტო არ არის” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული პედაგოგები და მოსწავლეები ნატალის მხარდასაჭერად ისევ შეიკრიბებიან სტრასბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოსთან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

ნეტგაზეთი

ჰელსინკის კომისია კრიტიკით ეხმაურება ელენე ხოშტარიას განაჩენს

ჰელსინკის კომისია კრიტიკით ეხმაურება ელენე ხოშტარიას განაჩენს

ნეტგაზეთი

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი