მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია - დეკანოზი ანდრია - Netgazeti
უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია - დეკანოზი ანდრია - Netgazeti

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია - დეკანოზი ანდრია - Netgazeti

ნეტგაზეთი23 მარტი, 2026, 16:11|netgazeti.ge

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქის ანდერძად უნდა მივიჩნიოთ 2017 წლის გადაწყვეტილება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ შიო მუჯირის დასახელების შესახებ.

„ანდერძთან დაკავშირებით მე გეტყვით… მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, ისე მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამ: „აი, რომ არისო მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში…“ (მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა, რომ თითქოს ქამარზე კიდია გასაღები სეიფის და ა.შ.) ეს სიტყვები მითხრა: „აი, ესე რომ ამბობენო, რომ ქამარზე კიდია გასაღებიო, თუ აქ არისო, ახლაო, რომ მაგით აღარ დაინტერესდნენ მეტიო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ამაზე ბჭობა, ეს წერია ანდერძში თუ ის წერია ანდერძშიო“. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძი“, — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, სინოდის სხდომამ ხელახლა დაამტკიცა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ შიო მუჯირი, თუმცა პატრიარქის ანდერძი არ უხსენებია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

ნეტგაზეთი

თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია

თუ იზოლატორში ძალადობრივი გაშიშვლების მსხვერპლი გახდით, გამოგვეხმაურეთ — ელენე ხოშტარია

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი