მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჰელსინკის კომისია კრიტიკით ეხმაურება ელენე ხოშტარიას განაჩენს - Netgazeti
ჰელსინკის კომისია კრიტიკით ეხმაურება ელენე ხოშტარიას განაჩენს - Netgazeti

ჰელსინკის კომისია კრიტიკით ეხმაურება ელენე ხოშტარიას განაჩენს - Netgazeti

ნეტგაზეთი26 მარტი, 2026, 16:40|netgazeti.ge

აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე განცხადებით ეხმაურება ელენე ხოშტარიასთავი 1.5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას კალაძის ბანერზე მარკერით მინაწერის გამო.

ჰელსინკის კომისიის შეფასებით, „ქართული ოცნება“ სასამართლოს იყენებს იარაღად ყველას გასაჩუმებლად, ვინც მათ ძალაუფლებას ეწინააღმდეგება.

“ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებაში“ გასულ სექტემბერს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის — „რუსული ოცნება“ — გაკეთების გამო. ხოშტარიასა და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი — 7-დან 15 წლამდე პატიმრობა — ემუქრებათ სავარაუდო „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია, ოფიციალურად ცნობილი როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (CSCE), არის აშშ-ის სამთავრობო სააგენტო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.

კომისიის მთავარი დანიშნულებაა თვალი ადევნოს ჰელსინკის შეთანხმების (დადებული 1975 წელს) შესრულებას. ეს შეთანხმება მოიცავს 57 ქვეყანას (მათ შორის საქართველოსაც) და ეხება სამ ძირითად სფეროს („კალათას“):

უსაფრთხოება: პოლიტიკური და სამხედრო საკითხები,ეკონომიკა: გარემოს დაცვა და ეკონომიკური თანამშრომლობა,ადამიანის უფლებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები.

ეს არის ორპარტიული და ორპალატიანი ორგანო, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში წარმოდგენილი არიან როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები: 9 წევრი აშშ-ის სენატიდან, 9 წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან, თითო-თითო წარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თავდაცვისა და კომერციის დეპარტამენტებიდან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

ნეტგაზეთი

საფრანგეთში თანაკლასელები და მასწავლებლები მხარს უჭერენ ქართველ გოგოს, რომელსაც დეპორტი ემუქრება

საფრანგეთში თანაკლასელები და მასწავლებლები მხარს უჭერენ ქართველ გოგოს, რომელსაც დეპორტი ემუქრება

ნეტგაზეთი

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი