მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს - Netgazeti
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს - Netgazeti

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს - Netgazeti

ნეტგაზეთი26 მარტი, 2026, 15:20|netgazeti.ge

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე – MIPIM-ზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი წარადგინეს. „ფესტივალების სასახლეში“ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის გუნდმა საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფცია და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და ის გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარედგინოს, როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. „MIPIM-ი მნიშნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ პროექტისა და ქვეყნის ცნობადობა.

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.“ – აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს.

პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების დაცვით ვითარდება და მიზნად ისახავს რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტის დადგენას. ამ ეტაპზე პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, რომლის ფარგლებშიც, საპროექტო არეალის 84 ჰექტარი ტერიტორიიდან 48 ჰექტარი უკვე ფორმირებულია.

ფესტივალის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნესპროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ, მულტიფუნქციურ სტენდთან დაინტერესებულ პირებს კუნძულზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

მათ შორის არიან ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაში მონაწილეობს, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje, ასევე ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Archiects.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა 9 წლის წინ, მისი ანდერძია – დეკანოზი ანდრია

ნეტგაზეთი

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

ნეტგაზეთი

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ირანის ტერორისტულ რეჟიმს – ჯო უილსონი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი