მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
უკრაინამ კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა - Netgazeti

უკრაინამ კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

უკრაინამ კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 10-წლიანი შეთანხმება გააფორმა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და თქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში საუბარი არ არის უკრაინელი სამხედროების მონაწილეობაზე.

„ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ მსგავს დეტალებზე, გარდა ექსპერტიზის, სწავლების, ერთობლივი წარმოებისა და ინვესტირებისა. ყველა ეს მიმართულება იქნება ჩართული. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, ჩვენ დღეს არ განვიხილავთ მათ მონაწილეობას სხვა ომში. ჩვენი საკუთარი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ თავი – ეს სხვა საკითხია“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც უკრაინამ კატართან მოაწერა ხელი, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, ქარხნების მშენებლობას კატარსა და უკრაინაში, ასევე თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში.

„ჩვენ ამ 10 წლის განმავლობაში დავკავდებით ერთობლივი წარმოებით, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში“, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება საუდის არაბეთთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგიურია და უახლოეს მომავალში, მსგავს სტრატეგიულ პარტნიორობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც მოეწერება ხელი.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია