მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ილია დარჩიაშვილი დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა - Netgazeti
ილია დარჩიაშვილი დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა - Netgazeti

ილია დარჩიაშვილი დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა - Netgazeti

ნეტგაზეთი31 მარტი, 2026, 14:52|netgazeti.ge

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად დაინიშნა.

დარჩიაშვილი ასევე იქნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ილია დარჩიაშვილი 2022 – 2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ის ამ თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

2017-2021 წლებში – პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში”. ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიზანშეწონილი იქნება გაუქმება – ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო „ოცნების“ რეპრესიულ კანონებზე

მიზანშეწონილი იქნება გაუქმება – ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო „ოცნების“ რეპრესიულ კანონებზე

ნეტგაზეთი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 3 დღეში 108 ადამიანი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 3 დღეში 108 ადამიანი დააკავეს

ნეტგაზეთი

ზურაბიშვილი: რეფერენდუმიდან 35 წლის მერეც დასმულია კითხვა – რუსეთი, თუ დამოუკიდებლობა?

ზურაბიშვილი: რეფერენდუმიდან 35 წლის მერეც დასმულია კითხვა – რუსეთი, თუ დამოუკიდებლობა?

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი