მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ილია II-ის დაკრძალვას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრო - Netgazeti

ილია II-ის დაკრძალვას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრო - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

თბილისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი დაესწრო.

მიხეილ შვიდკოი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია კულტურული თანამშრომლობის საკითხებში.

„საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხეილ შვიდკოი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო, რათა ქართველი სამღვდელოებისა და ხალხისთვის რუსეთის ლიდერის გულწრფელი სამძიმარი გადაეცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ შვიდკოი ჩანს სამების საკათედრო ტაძრიდან გავრცელებულ კადრებშიც, სადაც ის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ესალმება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია