
რუსეთის დელეგაციამ მოსაყდრე შიოს პუტინის სახელით სამძიმარი გადასცა - Netgazeti
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოსულმა რუსეთის დელეგაციამ მოსაყდრე შიო მუჯირს ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმარი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს.
„22 მარტს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია, სრულიად ბელარუსიის საპატრიარქო ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ვენიამინისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მ.ე. შვიდკოის ხელმძღვანელობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით, სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და მთელ ქართველ ხალხს.
რუსეთში ღრმა მწუხარებით მიიღეს უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომელიც იყო ქართველი ხალხის ჭეშმარიტი სულიერი ლიდერი და ეკლესიისა და ხალხისადმი უანგარო მსახურების მაგალითი. პატრიარქი ილია II მთელი ძალით ცდილობდა მართლმადიდებლური ერთიანობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს. მისმა მრავალწლიანმა არქიპასტორალურმა მოღვაწეობამ მის უწმინდესობას განსაკუთრებული ავტორიტეტი და დამსახურებული პატივისცემა მოუტანა მთელ ქრისტიანულ სამყაროში.
რუსი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს“, – ნათქვამია რუსეთის ინტერესთა სექციის განცხადებაში.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge