
"პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც პატრიარქი ილია, ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ" - ეპისკოპოს ზენონის სამძიმარი უკრაინას - Netgazeti
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სამძიმარს უცხადებს უკრაინას საპატიო პატრიარქის, ფილარეტის გარდაცვალების გამო. გარდა ამისა, ის მადლობას უხდის უკრაინის ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ეპიფანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისთვის.
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა წერილი მიტროპოლიტ ეპიფანეს გაუგზავნა:

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გუშინ, 20 მარტს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამი დღით ადრე, 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.
უკრაინის საპატიო პატრიარქს, ისევე როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ. ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში, ხოლო ფილარეტი კიევში, წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში დაიკრძალება.
უკრაინის ეკლესია იყო პირველი, ვინც საქართველოს ეკლესიას ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge