მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში - ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს - Netgazeti
ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში - ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს - Netgazeti

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში - ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს - Netgazeti

ნეტგაზეთი24 მარტი, 2026, 14:37|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ელენე ხოშტარიას ბრალთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

ვოლსკის განცხადებით, ელენე ხოშტარია ციხეში ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის. თუმცა ელენე ხოშტარიას ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით, ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

„რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როცა 4 შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და არათუ უარყოფს თავის დანაშაულს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუკი ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს. მათ შორის, პიროტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც მის ოფისებში ინახებოდა[…]

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო იგი არ ზის ციხეში. ეს ყველამ კარგად იცის. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისათვის უკეთებდა ორგანიზებას ამ პროცესს. ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქი, რასაკვირველია, იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის საქმეზე წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

ნეტგაზეთი

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქება – პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქება – პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

ნეტგაზეთი

სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი