მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქება - პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა - Netgazeti
ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქება - პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა - Netgazeti

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქება - პროტესტის შემდეგ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა - Netgazeti

ნეტგაზეთი24 მარტი, 2026, 15:49|netgazeti.ge

ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება.

20 თებერვლით დათარიღებულ მინისტრის ბრძანებაში ეწერა, რომ ფსიქოლოგიაზე, ისევე როგორც სხვა ათობით სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 1 წლამდე მცირდებოდა. ერთი თვის შემდეგ, 23 მარტს გივი მიქანაძემ საკუთარ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა და ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე სწავლის ხანგრძლივობა ისევ 2-მდე გაზარდა.

ბრძანებაში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც ფსიქოლოგებმა და ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა სამინისტროს სწავლის დროის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სწავლების დროის შემცირება “გამოიწვევს ნაკლები და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტურიანი ფსიქოლოგების მომზადებას, რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს”.

“[ეს] ავტომატურად ნიშნავს პროფესიული დისკვალიფიკაციას, საქართველოში მომზადებული ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონდე ადამიანის არათავსებადობას მინიმალური სტანდარტთან”, – ეწერა სფეროს პროფესიონალების მიერ მიქანაძისთვის გაგზავნილ წერილში.

სამაგისტრო საფეხურზე სასწავლო პროგრამების უმეტესობისთვის სწავლის ხანგრძლივობა 2-დან 1 წლამდე შემცირდა “ქართული ოცნების” ინიციირებული განათლების რეფორმის ფარგლებში. რეფორმა, ასევე, გულისხმობს, საბაკალავრო სწავლების შემცირებას 4-დან 3 წლამდე.

გივი მიქანაძის 20 თებერვლის ბრძანებით განსაზღვრულია ის სასწავლო პროგრამები, რომლებზეც ბაკალავრზე 4, ხოლო მაგისტრატურაზე 2-წლიანი სწავლა შენარჩუნდება. მათ შორისაა ფარმაცია, გეოლოგია, საავიაციო ინჟინერია და ა.შ.

3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შეეხებათ არა მხოლოდ მომავალ სტუდენტებს, როგორც ამას თავდაპირველად ამბობდნენ “ოცნების” ლიდერები, არამედ მათაც, რომლებმაც უნივერსიტეტებში 2025 წელს ჩააბარეს.

ამავე თემაზე:

რატომ დახურეს ილიაუნში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა – პროფესორის მოსაზრება

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ნეტგაზეთი

სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა – ხოშტარია

ნეტგაზეთი

სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – ერევანი

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი