მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა - Amnesty International - Netgazeti
ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა - Amnesty International - Netgazeti

ხოშტარიას სასჯელი უკავშირდება სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა - Amnesty International - Netgazeti

ნეტგაზეთი24 მარტი, 2026, 19:52|netgazeti.ge

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 1,5-წლიანი პატიმრობის მისჯას.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ სასჯელი არაპროპორციულია. მისი შეფასებით, ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯა უკავშირდება მის პოლიტიკურ პოზიციებს.

“პროტესტის დროს გამოხატულ სიმბოლური აქტისთვის – ქუჩაში გამოკრულ პოსტერზე რთულად შესამჩნევი წარწერისთვის – ელენე ხოშტარია ციხეში წელიწად-ნახევარს გაატარებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებენ სისხლის სამართლის სისტემას განსხვავებული აზრის დასასჯელად. მშვიდობიანი პროტესტის დროს არაძალადობრივი, უმნიშვნელო ქმედებისთვის კრიმინალურ სასჯელის გამოყენება არის გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა. ასეთ შემთხვევებში პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.ელენე ხოშტარიას საქმეზე სასჯელის ასეთი სიმკაცრე უკავშირდება არა მატერიალურ ზიანს, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სიმბოლურ ზიანს, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა.პასუხისმგებელმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და გადახედონ მის სასჯელს – დაასრულოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მის წინააღმდეგ”, – წერია კრივოშეევის განცხადებაში.

დღეს, 24 მარტს, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1,5 წელი მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას. პროკურატურა სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა. საუბარია თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერზე, რომელსაც ხოშტარიამ დააწერა – “რუსული ოცნება”.ელენე ხოშტარიამ ბანერზე ეს წარწერა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთა. დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

თავად ხოშტარიამ, რომელიც არ მონაწილეობდა საკუთარი საქმის განხილვაში – არ ესწრებოდა სხდომებს, უარი თქვა ადვოკატსა და გირაოს გადახდაზე, პატიმრობის მისჯის შემდეგ რუსთავის ქალთა ციხიდან განცხადება გაავრცელა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ მისთვის სასჯელი იქნებოდა, რომ “შეშინებოდა და შეჰგუებოდა რუსებს”.

“გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე!” – წერს ხოშტარია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში – ვოლსკი ხოშტარიაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

ნეტგაზეთი

პენსია აუცილებელი ხარჯების 22%-ს ჰყოფნის — საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა

პენსია აუცილებელი ხარჯების 22%-ს ჰყოფნის — საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა

ნეტგაზეთი

პირველად ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღია — გვარამია ხოშტარიას საქმეზე

პირველად ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღია — გვარამია ხოშტარიას საქმეზე

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი