მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. არტემის II-ის ასტრონავტებმა რეკორდი დაამყარეს - ისინი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორდნენ - Netgazeti
არტემის II-ის ასტრონავტებმა რეკორდი დაამყარეს - ისინი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორდნენ - Netgazeti

არტემის II-ის ასტრონავტებმა რეკორდი დაამყარეს - ისინი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორდნენ - Netgazeti

ნეტგაზეთი6 აპრილი, 2026, 19:40|netgazeti.ge

არტემის II-ის ასტრონავტებმა ახალი რეკორდი დაამყარეს. კაცობრიობის ისტორიაში ისინი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული ადამიანები გახდნენ.

მთვარის გარშემო გადაფრენისას მათ წინ გადაეშალათ მისი უკანა მხარის ხედები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს.

მთვარის გარშემო ექვსსაათიანი გადაფრენა არის ნასას პირველი დაბრუნება მთვარეზე „აპოლოს“ ეპოქის შემდეგ. ეკიპაჟი, რომელიც სამი ამერიკელისა და ერთი კანადელისაგან შედგება, ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე ადამიანის ნაკვალევი კვლავ გაჩნდეს. NASA-ს პროგრამა Artemis -ის მიზანია, მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობა შექმნას.

მთვარის გარშემო გადაფრენისა და ინტენსიური დაკვირვებების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ოთხმა ასტრონავტმა გადააჭარბა 248,655 მილის (400,171 კილომეტრი) მანძილს — რეკორდს, რომელიც აპოლო 13-მა 1970 წლის აპრილში დაამყარა.

მისიის მართვის ცენტრი ვარაუდობდა, რომ საბოლოოდ არტემის II ძველ რეკორდს 4,100 მილზე (6,600 კილომეტრი) მეტით გააუმჯობესებდა.

„უბრალოდ შოკირებული ვარ იმით, რასაც ახლა მთვარიდან შეუიარაღებელი თვალით ვხედავ. ეს დაუჯერებელია“ ,— გადმოსცა რადიოკავშირით კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა და მოუწოდა თანამედროვე და მომავალ თაობებს, დარწმუნდნენ, რომ ეს რეკორდი დიდხანს არ შენარჩუნდება.

აპოლო 13-ის რეკორდის მოხსნიდან რამდენიმე წუთში, ასტრონავტებმა ითხოვეს ნებართვა, სახელი დაერქმიათ ორი ახლად აღმოჩენილი კრატერისთვის. მათ შესთავაზეს სახელები: Integrity (მათი კაფსულის სახელი) და Carroll— მეთაურ რეიდ ვაისმენის მეუღლის პატივსაცემად, რომელიც 2020 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

ეს მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც „თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორია“ (free-return trajectory), არ ითვალისწინებს მთვარეზე დაშვებას და იყენებს დედამიწისა და მთვარის გრავიტაციას, რაც საწვავის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ეს არის კოსმოსური „რვიანი“, რომელიც ასტრონავტებს შინ დაბრუნების გზაზე დააყენებს, როგორც კი ისინი ორშაბათს საღამოს მთვარის უკანა მხრიდან გამოჩნდებიან.

ვაისმენი, ჰანსენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოკი მთვარესთან მაქსიმალურ მიახლოებას 4,070 მილის (6,550 კილომეტრი) მანძილზე გეგმავდნენ, რის შემდეგაც მათი კაფსულა „ორიონი“ მკვეთრ შემობრუნებას გააკეთებს და დედამიწისკენ აიღებს გეზს. დაბრუნებას ოთხი დღე დასჭირდება, სატესტო ფრენა კი პარასკევს წყნარ ოკეანეში დაშვებით დასრულდება.

მათი სავარაუდო სიჩქარე მთვარესთან მაქსიმალური მიახლოებისას – 3,139 მილი/სთ (5,052 კმ/სთ).

ვაისმენმა და მისმა გუნდმა წლები გაატარეს მთვარის გეოგრაფიის შესწავლაში, ბოლო კვირებში კი თავიანთ „რეპერტუარს“ მზის დაბნელებებზე დაკვირვებაც დაამატეს. გასულ ოთხშაბათს ხომალდის გაშვებით მათ უზრუნველყვეს ის, რომ კოსმოსის წყალობით მთვარის უკანა მხრიდან მზის სრულ დაბნელებას იხილავდნენ. მათი სამეცნიერო მიზნების სიის სათავეშია „აღმოსავლეთის აუზი“ (Orientale Basin) — გიგანტური კრატერი სამი კონცენტრული რგოლით, რომელთაგან ყველაზე გარე რგოლის დიამეტრი თითქმის 600 მილს (950 კილომეტრი) აღწევს.

სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის არის „აპოლო 12-ისა“ და „აპოლო 14-ის“ დაშვების ადგილები (შესაბამისად, 1969 და 1971 წლების), ასევე სამხრეთ პოლუსის რეგიონის განაპირა ზოლები, რომელიც მომავალი მისიების დაშვების სასურველ ადგილს წარმოადგენს. უფრო მოშორებით კი გამოჩნდება მერკური, ვენერა, მარსი და სატურნი — რომ არაფერი ვთქვათ დედამიწაზე.

მათი მენტორი მთვარის საკითხებში, ნასას გეოლოგი კელსი იანგი, ათასობით ფოტოსურათს ელოდება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალიევის ვიზიტი დავითგარეჯის საკითხის ხსენების გარეშე დასრულდა

ალიევის ვიზიტი დავითგარეჯის საკითხის ხსენების გარეშე დასრულდა

ნეტგაზეთი

“შენ ხარ მოღალატე” – დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში

“შენ ხარ მოღალატე” – დაპირისპირება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის სასამართლოში

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი