
სტამბოლში სროლა იყო, მოკლულია სულ მცირე 2 თავდამსხმელი - Netgazeti
სროლა იყო სტამბოლში, ლევენტის რაიონში მდებარე მსხვილ ბიზნეს-ცენტრთან, სადაც მათ შორის ისრაელის საკონსულო და თურქეთის საკრედიტო ბანკია განთავსებული.
„როიტერსის“ ცნობით, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ხანგრძლივი სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი თავდამსხმელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფტჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციასთან შეიარაღებულ შეტაკებაში მონაწილე სამი პირი განეიტრალებულია, მათი ვინაობა კი— დადგენილი.
„ტერორისტების ვინაობა დადგენილია. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სტამბოლში იზმითიდან ჩავიდნენ ნაქირავები ავტომანქანით. ერთ-ერთ მათგანს რელიგიის ბოროტად გამომყენებელ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი; ორ ტერორისტს შორის, რომლებიც ძმები არიან, ერთ-ერთს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნასამართლეობა უფიქსირდება“, — დაწერა შს მინისტრმა.
İstanbul’da Yapı Kredi Plaza Blokları önünde görev yapan polislerimizle silahlı çatışmaya giren 3 kişi etkisiz hale getirilmiştir. Çatışmada iki kahraman polisimiz hafif yaralanmıştır. Teröristlerin, kimlikleri tespit edilmiştir. İzmit’ten kiralık araçla İstanbul’a geldikleri…— Mustafa ÇİFTÇİ (@mustafaciftcitr) April 7, 2026
ცნობისთვის, სტამბოლში, საკონსულოს შენობაში ამჟამად არცერთი ისრაელელი დიპლომატი არ მსახურობს. პლაზაში, საკონსულოს გარდა, არაერთი ბიზნესის ოფისია განთავსებული.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge