მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსა და ვიდეოს შენახვისა და გავრცელებისთვის კაცი დააკავეს - პროკურატურა - Netgazeti

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსა და ვიდეოს შენახვისა და გავრცელებისთვის კაცი დააკავეს - პროკურატურა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს. შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდა.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება), რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია