
პუტინი და ფაშინიანი მოლაპარაკებებს სამუშაო საუზმის ფორმატში გააგრძელებენ - TASS - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
როგორც TASS იუწყება, პესკოვის განცხადებით, პირველ აპრილს გაიმართება სომხურ-რუსული მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს, ასევე სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების თემებს.
„შემდეგ კი ორი ლიდერი, პუტინი და ფაშინიანი, სამუშაო საუზმის ფორმატში, პირისპირ გააგრძელებენ საუბარს“, – განაცხადა პესკოვმა.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge