მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“ - თიბისის მორიგი აღიარება
„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“ - თიბისის მორიგი აღიარება

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“ - თიბისის მორიგი აღიარება

ნეტგაზეთი2 აპრილი, 2026, 07:59|netgazeti.ge

თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა.

თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში:

„საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“,„საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“„საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“

Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. მისი ჯილდოები ეფუძნება არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხს.

„წელს, პირველად მოვიპოვეთ რეგიონის მასშტაბით Euromoney-ს მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ვულოცავ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას, ეს თიბისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი კონცეპტი მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად მუდმივად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, ქმნის სრულ ფინანსურ ეკოსისტემას და ექსკლუზიური შეთავაზებებით უნიკალურ გამოცდილებას უქმნის თავის მომხმარებლებს.

თიბისი ბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა დანერგა პერსონალური საბანკო მომსახურება და პროფესიონალთა გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, დღესაც აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.

აღნიშნულ ნომინაციებში თიბისი კონცეპტის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ თიბისის მომსახურება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ რეგიონში არსებულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და აღიარებული ბრენდია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზოს შეჩერების ახალი წესი

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზოს შეჩერების ახალი წესი

ნეტგაზეთი

რა განიხილეს მოლდოვის პრორუსმა დეპუტატებმა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე

რა განიხილეს მოლდოვის პრორუსმა დეპუტატებმა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე

ნეტგაზეთი

დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ჩართულნი – გიგაური

დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ჩართულნი – გიგაური

ნეტგაზეთი

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა

ნეტგაზეთი