მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სტამბოლში, შუა ქუჩაში კურიერის მკვლელობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს - Netgazeti
სტამბოლში, შუა ქუჩაში კურიერის მკვლელობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს - Netgazeti

სტამბოლში, შუა ქუჩაში კურიერის მკვლელობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი2 აპრილი, 2026, 17:10|netgazeti.ge

სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში, ქუჩაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ყაზახეთის მოქალაქე კურიერი მოკლეს. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.

თურქული მედიის ცნობით, მხარეებს შორის დაპირისპირება თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალევე ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. ამავე ცნობებით, ჩხუბის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ყაზახეთის მოქალაქეს, რომელიც კურიერად მუშაობდა, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დაიწყო გამოძიება. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე:

იდენტიფიცირებული იქნა ორი ეჭვმიტანილი.

ჩატარდა სპეცოპერაცია მათ დასაკავებლად.

ორივე პირი აყვანილია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზოს შეჩერების ახალი წესი

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზოს შეჩერების ახალი წესი

ნეტგაზეთი

“პასუხისმგებლობას ვაკისრებ კალაძეს” – 2023 წელს, სკვერში დაღუპული მოზარდის დედა

“პასუხისმგებლობას ვაკისრებ კალაძეს” – 2023 წელს, სკვერში დაღუპული მოზარდის დედა

ნეტგაზეთი

“რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას” – პუტინი

“რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას” – პუტინი

ნეტგაზეთი

„ენერგეტიკული ხიდი: ბაქოსა და თბილისის როლი ევროპული ბაზრის მდგრადობისთვის„ – აზერბაიჯანული მედია

„ენერგეტიკული ხიდი: ბაქოსა და თბილისის როლი ევროპული ბაზრის მდგრადობისთვის„ – აზერბაიჯანული მედია

ნეტგაზეთი