მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "პასუხისმგებლობას ვაკისრებ კალაძეს" - 2023 წელს, სკვერში დაღუპული მოზარდის დედა - Netgazeti
"პასუხისმგებლობას ვაკისრებ კალაძეს" - 2023 წელს, სკვერში დაღუპული მოზარდის დედა - Netgazeti

"პასუხისმგებლობას ვაკისრებ კალაძეს" - 2023 წელს, სკვერში დაღუპული მოზარდის დედა - Netgazeti

ნეტგაზეთი3 აპრილი, 2026, 13:51|netgazeti.ge

2023 წელს, წყნეთში, სკვერში დაღუპული მოზარდის დედა მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძეს აკისრებს. ქეთევან ქავთარაძე ამბობს, რომ კალაძემ არაფერს აკეთებს მისი დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების არაკომპეტენტურობის გამო მომხდარ დანაშაულზე.

15 წლის დათუნა ჟღენეტი იმ პარკში იპოვეს გარდაცვლილი, რომლის მიმდებარედაც მერია სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა. გამოძიების ვერსიით, მოზარდს დენმა დაარტყა. ვაკის გამგეობაში მაშინ ამბობდნენ, რომ სკვერში ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

“ჩემი დათუნა 2 წლისა და 9 თვის წინ, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა. კონკრეტულად, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე. ე.წ. სახელმწიფოს ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ სად არის სახელმწიფო? პასუხისმგებლობა ნული. არავინ არ თანამშრომლობს არც ოჯახთან და მით უმეტეს, გამოძიებასთან რატომ ითანამშრომლებენ?!ეს არის სისტემური მკვლელობა. რომ ჩაუღრმავდეთ, სისტემის ყველა რგოლი არის მერიის დაქვემდებარებაში. მერიის ხელმძღვანელი ვინ არის? კითხვას ვსვამ. რად უნდა ამას დიდი კითხვის დასმა – კახი კალაძე. რას აკეთებს კახი კალაძე?! […] რა მოიმოქმედა? რა თანამშრომლობა გასწია ოჯახთან? რა ვალდებულებები აქვს?ვადანაშაულებ. ვადანაშაულებ რაში, იცით? შეკრიბა ტვინგამორეცხილი, არაკომპეტენტურობაზე ზედმეტია ლაპარაკი – გაურკვეველი განათლების ადამიანები […] კითხვა მაქვს – თვითონ კალაძემ იცის რა ევალება? თუ მისი მოვალეობაა [მხოლოდ] ინფრასტრუქტურის განვითარება, შადრევნის გახსნა წინასაარჩევნოდ, ბასლაინების გაკეთება … ამის იქით მოვალეობა აღარ აქვს? ვალდებულება აღარ აქვს მოქალაქეების წინაშე?[…] პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას, იმიტომ, რომ ძალიან დავიღალე. ძალიან დავიღალე, ხალხო. დღემდე, 2 წლის და 9 თვის თავზეც, ჩემს ადვოკატთან ერთად, ვზივარ პროკურატურაში და განვიხილავ ხელშეკრულებებს, ვის რა ევალებოდა. ამას მე უნდა განვიხილავდე? […] მე ვარ დედა დათუნასი. მე არ უნდა ვიძიებდე, ვინ არის დამნაშავე.[…] როცა გაიგო კალაძემ, რომ დედას შეხვედრა უნდა და ნახვა უნდა, რა მოიმოქმედა?! არაფერი. არ მინდა იმის სწავლება “მიმართეთ სათანადო უწყებას” და ა.შ. სადაც ცხოვრობს, ერთი გაჩერებით ქვევით დაიღუპა ჩემი შვილი. სპორტსმენი, როგორც თვითონ არის. დანაშაული მოხდა. გაიგო, რომ შეხვედრა მინდოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი … არა! არანაირი რეაგირება! არანაირი კომუნიკაციაზე გამოსვლა. ამიტომ, პირადად ჩემთვის, დამნაშავე არის ეს პიროვნება”, – განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ TV პირველთან საუბრისას.

ოჯახის ადვოკატის, დათა ჯავახიშვილის ინფორმაციით, მომხდარიდან თითქმის 3 წლის შემდეგაც არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გარდა ამისა, არ არიან გამოკითხული სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მოწმეები.

ადვოკატის შეფასებით, პროკურატურა განზრახ აფარებს ხელს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს.

“ამ კონკრეტულ საქმეში დარღვეულია სიცოცხლის უფლება […] სახელმწიფო, ფაქტობრივად, შექმნა ისეთი პირობები, რომ ბავშვის გარდაცვალება მოხდა საჯარო სკვერში. ამ შემთხვევაში, ეს ტერიტორია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო ორმაგად, იმიტომ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები. სივრცეც კი არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოდ და ისე ატარებდნენ სამუშაოებს. ამ მხრივ, ჩვენ მუნიციპალური ორგანოების ბრალეულობას ვხედავთ:ბრალეულობას ვხედავთ ყველა რგოლის – დაწყებული მერიის იმ სამსახურიდან, რომლებმაც არ შეამოწმეს სკვერის უსაფრთხოება; ის სამსახურები, რომლებმაც გამოაცხადეს ტენდერი და ფაქტობრივად, ჩაატარეს ისე, რომ უსაფრთხოების მონიტორინგი არ მომხდარა; ამას ემატება გარე განათებაზე პასუხისმგებელი ორგანოები – წლების განმავლობაში გაყვანილი იყო კუსტარული განათება, სიცოცხლის საფრთხე იდგა ყველა ადამიანისთვის, ვინც კი იქ შედიოდა და ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო წლების განმავლობაში. დაბოლოს, პროკურატურა, რომელიც უნდა ხელმძღვანელობდეს ამ გამოძიებას – ამდენი წელია გამოძიება მიმდინარეობს და ცენტრალური პირები გამოკითხულები არ არიან, ცენტრალური მნიშვნელობის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის, მაშინ, როდესაც უკვე მოპოვებული უნდა იყოს ყველა დოკუმენტაცია, შინაგანაწესები, ხელშეკრულებები, რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას ადასტურებს. ეს გაკეთებული არ არის.შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში უბრალოდ საგამოძიებო ხარვეზი კი არ არის, ეს არის კონკრეტული პირებისადმი ხელის დაფარება”, – ამბობს ადვოკატი დათა ჯავახიშვილი.

დათუნა ჟღენტი მის სახლთან ახლოს მდებარე სკვერში გარდაცვლილი იპოვეს 2023 წლის ივლისში. იმ დროისთვის სკვერში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც თბილისის მერია ხელმძღვანელობდა. გამოძება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს ბრალდებული.

ამავე თემაზე:

“შვილი მომიკლეს უპასუხისმგებლობით, გულგრილობით” – 2023 წელს, წყნეთში დაღუპული მოზარდის დედა წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა – სავარაუდოდ, მას სკვერში დენმა დაარტყა გამგეობა მოზარდის დაღუპვაზე: ელექტროობა უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? – მთავარეპისკოპოსი ზენონი განათლების კრიტერიუმზე

თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? – მთავარეპისკოპოსი ზენონი განათლების კრიტერიუმზე

ნეტგაზეთი

ყულევთან სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი იპოვეს, დაიწყო გამოძიება

ყულევთან სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი იპოვეს, დაიწყო გამოძიება

ნეტგაზეთი

რუბიოს ზარი კობახიძესთან განმარტებას მოითხოვს ოპოზიციისგან — ხოშტარია

რუბიოს ზარი კობახიძესთან განმარტებას მოითხოვს ოპოზიციისგან — ხოშტარია

ნეტგაზეთი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

ნეტგაზეთი