
ყულევთან სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი იპოვეს, დაიწყო გამოძიება - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
სოფელ ყულევთან ნაპოვნია საფრენი ობიექტის ფრაგმენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.
საინფორმაციო გვერდ „World Military/ანალიტიკის“ ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან, სოკარის ტერმინალის სიახლოვეს, სანაპირო ზოლზე, ზღვამ გამორიყა უცნობი დრონი.
„ეს უნდა იყოს რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი, რომელიც ან ტექნიკური ხარვეზის გამო, ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად,ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ის ყულევთან გამორიყა“, — წერს World Military/ანალიტიკა.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge