მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით სომხეთში სულ 9 ათასზე მეტი ტონა საწვავი შევიდა - ერევანი - Netgazeti

აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით სომხეთში სულ 9 ათასზე მეტი ტონა საწვავი შევიდა - ერევანი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საბაჟო სამსახურმა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნეს მონაცემები იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის საქონელი შემოვიდა სომხეთში რუსეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 15 აპრილამდე. ასევე გამოქვეყნდა აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში იმპორტის მაჩვენებლები.

აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტით სომხეთის მოსახლეობამ ათობით მილიარდი დაზოგა – ფაშინიანი

„არმენპრესი“ წერს, რომ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტიდან და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, რომ რუსეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში შემოტანილია 26 ათას 295 ტონა საქონელი, ხოლო აზერბაიჯანიდან – 9 ათას 337 ტონა საწვავი.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, სომხეთის რესპუბლიკაში რკინიგზის მეშვეობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, ტრანზიტის წესით საქონელი პირველად 2025 წლის 6 ნოემბერს შევიდა.

„რუსეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულია 24 ათას 865 ტონა ხორბალი, 1362 ტონა სასუქი და 68 ტონა წიწიბურა. ხოლო აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რკინიგზით 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის 15 აპრილამდე იმპორტირებული და გაფორმებულია 9 ათას 337 ტონა აზერბაიჯანული წარმოშობის საწვავი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 7.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან: 5 ათას 398 ტონა დიზელის საწვავია (4.3 მლნ აშშ დოლარის საბაჟო ღირებულებით), ხოლო 3 ათას 939 ტონა ბენზინი (2.9 მლნ აშშ დოლარის საბაჟო ღირებულებით)“, – განაცხადეს უწყებებში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია