მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები - მიტროპოლიტი გრიგოლი - Netgazeti

ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები - მიტროპოლიტი გრიგოლი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ (ბერბიჭაშვილმა) 19 აპრილს, კვირაცხოვლობას ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი პატრიარქის არჩევისას ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები.

„დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში ცხოვრობს ერი, ეკლესია. ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და დასრულებული არჩევნებისას შედეგები როგორ უნდა იქნას აღიარებული

დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია, ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში. პირველი არჩევნებია, როდესაც უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. თუ ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და დასრულებული არჩევნებისას შედეგები როგორ უნდა იქნას აღიარებული.

ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა. ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული ტაძრის გუმბათქვეშ და იმ დიდ გუმბათქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია. ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ მოთმინებით, ლოცვით ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია