
ტრამპის თქმით, ირანის პორტების ბლოკირება ორშაბათიდან დაიწყება - Netgazeti
აშშ-ს პრეზიდენტ დონალ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ირანის პორტების ბლოკირებას ორშაბათს დაიწყებს. ბლოკადა თბილისის დროით 14.00 საათიდან გეგმავენ.
ბლოკადაზე მუქარა მოყვა შაბათ-კვირის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ირანთან, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.
მუქარის საპასუხოდ ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ “ქვეყანა არ დანებდება”. ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი (IRGC) კი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებულ ნებისმიერ სამხედრო ხომალდს „მკაცრად უპასუხებენ“.
რა გულისხმობს ბლოკადა?
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ბლოკადა შეეხება ყველა ქვეყნის გემებს, რომლებიც შედიან ან ტოვებენ ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებს, მათ შორის სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის ყველა ირანულ პორტს.
აშშ-ის საზღვაო ძალები ძალები არ შეუშლიან ხელს გემების თავისუფალ გადაადგილებას არა ირანულ პორტებს შორის, ხოლო სავაჭრო გემების ეკიპაჟები ბლოკადის დაწყებამდე ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სრუტის ბლოკირებაში სხვა ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომლები. BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ბლოკადაში არ ჩაერთვება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge