მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ოპოზიციის ალიანსი პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს - Netgazeti

ოპოზიციის ალიანსი პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ოპოზიციის ალიანსი უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის “ტისას” გამარჯვებას ულოცავს და მას უწოდებს “უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანს დემოკრატიის მხარდასაჭერად”.

“უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია.უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა”, – აცხადებს ოპოზიციის ალიანსი.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია