მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - სურსათის სააგენტო - Netgazeti

მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - სურსათის სააგენტო - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში ცოფის შემთხვევა გამოავლინა. უწყების ცნობით, ლაბორატირიულად ცოფი დაუდასტურდა მარტვილიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ მიუსაფარ ძაღლს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ საეჭვო ნიშნების გამო ძაღლი ცოფის დადასტურებამდეც იზოლირებული იყო.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; ⁠მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა”, – წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, “ორი ნაბიჯის” მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ძაღლს შემხებლობა ჰქონდა 3 ადამიათან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია