მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
აფხაზეთში აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნები დაიწყეს - Netgazeti

აფხაზეთში აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნები დაიწყეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] შეიარაღებულ ძალებში გეგმური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დაიწყო.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიზანია მართვის ორგანოებისა და ძალების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება დავალებების შესრულებაში, სამხედრო მართვის ორგანოების მზადყოფნის შემოწმება სწრაფად ცვალებად ვითარებაში ძალების მართვისთვის და ჯარების შეთანხმებული მოქმედებების დახვეწა.

“განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილებას, მოქმედების ახალი მეთოდების დანერგვას, დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის გამოყენებით. სწავლება ერთდროულად გაიმართება ქვეყნის ყველა პოლიგონზე, უცნობი რელიეფის მონაკვეთებზე და შავი ზღვის აკვატორიაში. მასში მონაწილეობენ: აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული შემადგენლობა, უწყებათაშორისი ჯარების ჯგუფი, ტერიტორიული თავდაცვის შტაბი, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები და რუსეთის სამხედრო ძალები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები”, – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია