
ბოლნისელი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ 10-მდე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
ბოლნისის მცხოვრები ნურადინ ნაბიევის თქმით, მას 10-მდე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ნაბიევი მომხდარს მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირებს.
“მოვიდა და მითხრა, რომ შენ რატომ მინუს [უარყოფით] რაღაცებს წერ […] უეჭველი მოკეტე პირიო და მოგკლავო, რაღაცაო, ასე, ბევრი რაღაცები დამიწყეს […] შემოვიდნენ 5, 6, 7 … ოო, მეთქი-რამდენი ხართ, რა გინდათ-მეთქი და ნური, შენა ხარო? კი-მეთქი და ეგრევე დამარტყა ყველამ ერთად. რაც როგორც მოქალაქეს არ მომწონს, შეიძლება გადავიღო და პრობლემა ვაჩვენო ამ ორგანოებს [სახელმწიფო სტრუქტურებს]”, – განაცხადა ნაბიევმა TV პირველის ეთერში.
შემთხვევა გუშინ, 14 აპრილს, ჩაის სახლში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge