მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ბიზნესმენი ივანე გოგლიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - Netgazeti

ბიზნესმენი ივანე გოგლიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ბიზნესმენი ივანე გოგლიძე, რომელსაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვის მიწოდება ედება ბრალად, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს ივანე გოგლიძის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, ივანე გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 8 აპრილს შეეცვალა.

ადვოკატის თქმით, ივანე გოგლიძეს ბრალი არ უღიარებია და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

ივანე გოგლიძე მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 – დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ივანე გოგლიძემ, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია