
აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანმა პირველად შემოიტანა სომხეთიდან საქონელი 960 000 აშშ დოლარის ოდენობით – იუწყება Trend სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.
ოფიციალური ცნობითვე, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტირებული იყო პროდუქცია 5.757 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც აზერბაიჯანის საერთო ექსპორტის 0.11%-ს შეადგენს.
2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი რეგიონული კომუნიკაციების გახსნისთვის მნიშვნელოვან წინსვლად შეაფასა.გარდა ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანმა სომხეთში საწვავის მიწოდებაც დაიწყო: 2025 წლის დეკემბერში განხორციელდა ბენზინის პირველი ექსპორტი, ხოლო 2026 წლის იანვარში – მეორე პარტია. მარტში კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთში 4,5 ათასი ტონა დიზელის საწვავი გაიგზავნა.ექსპერტების შეფასებით, ამ მოცულობის ენერგომატარებლების მიწოდება ეკონომიკურად დიდი არ არის და უფრო მეტად პოლიტიკურ ჟესტად განიხილება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას უკავშირდება.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge