მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა - კალაძე აბასთუმანზე - Netgazeti

მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა - კალაძე აბასთუმანზე - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცის ჩაკეტვა მეცნიერების მიმართვის საფუძველზე მოხდა.

„ქვეყანაში რაც კი კარგი კეთდება, ყველაფერს ეწინააღმდეგებით. მე არ მახსოვს, რამე კარგი პროექტი განხორციელებულიყო ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულიყო და თქვენ პოზიტიური კომენტარი გაგეკეთებინათ.

რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა. შესაბამისად, თვითმფრინავების სამოძრაო ხაზი დაკორექტირდა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცის ჩაკეტვის გამო საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება. ცის ჩაკეტვის გამო დაგრძელებული მარშრუტი კი ფრენის დროს გაზრდის და ფასებს გააძვირებს.

აბასთუმნის თავზე ფრენის უფლება მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს ექნებათ, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ. ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

ანონიმური წყარო სახელმწიფო უწყებიდან რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გამო დაგრძელებული მარშრუტი ფრენის დროს გაზრდის და ფასებს გააძვირებს.

დღეიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია