მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. TBILISI OPEN AIR წელს 4-5 ივლისს გაიმართება, ცნობილია ლაინაფი - Netgazeti
TBILISI OPEN AIR წელს 4-5 ივლისს გაიმართება, ცნობილია ლაინაფი - Netgazeti

TBILISI OPEN AIR წელს 4-5 ივლისს გაიმართება, ცნობილია ლაინაფი - Netgazeti

ნეტგაზეთი22 აპრილი, 2026, 12:02|netgazeti.ge

მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR წელს 4-5 ივლისს მეთხუთმეტედ გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ფესტივალი კვლავ ერთგული რჩება თავისი იდეოლოგიის „მუსიკა ათავისუფლებს” და მსმენელს კვლავ Lisi Wonderland-ში ეპატიჟება.

„ფესტივალი გამორჩეული იქნება არა მხოლოდ ლაინაფით, არამედ ახალი კოლაბორაციებითა და სივრცეებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი ერთგვარი შეჯამებაა იმ გზის, რომელიც TOA-მ 2009 წლიდან დღემდე გაიარა:

„Zion Garden-ის 10 წელი: ფესტივალის საკულტო psy-ტრანს სცენა ათწლიან იუბილეს აღნიშნავს. Mzesumzira-ს დებიუტი: წელს პირველად, TOA-ს მრავალფეროვან ოჯახს გამორჩეული ენერგიითა და ფერებით ჩვენი მეგობარი MZESUMZIRA-ს სცენა შემოუერთდება. ფეხბურთი და მუსიკა: მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ფესტივალზე მოეწყობა სპეციალური ზონა, სადაც გულშემატკივრები მერვედფინალურ მატჩებს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ.

Supernatural Wine Festival: მუსიკასთან ერთად, სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, საუკეთესო ნატურალური ღვინოების აღმოჩენა და გასინჯვა შეეძლებათ.

ლაინაფი: საერთაშორისო სცენა და აქტუალური ქართული მუსიკა

წლევანდელი მთავარი სცენის ჰედლაინერი ბრიტანული შუგეიზის (Shoegaze) გავლენიანი ბენდი, Slowdive-ია, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა. მათთან ერთად საიუბილეო პროგრამაშია:

Hooverphonic – ბელგიური ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული პოპის გამორჩეული წარმომადგენლები. Molchat Doma – ბელარუსული წარმოშობის პოსტ-პანკ ბენდი, რომელიც TOA-ზე დაბრუნებას განსაკუთრებული მუხტით გეგმავს. Jay-Jay Johanson – შვედი მუსიკოსი, მელანქოლიური ელექტრო-პოპის სიმბოლო. Kordz & Security with Gori Children’s Choir feat. Mechanical Rainbow – ექსკლუზიური პერფორმანსი, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცევა. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს MZESUMZIRA-ს სცენაზე Matias Aguayo და Fantastic Man b2b Tornado Wallace დახვდებათ, ხოლო Zion Garden-ს იუბილეზე პირველად ეწვევა მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი Ace Ventura“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ბილეთები და Early Bird

ფესტივალზე დასასწრები Early Bird აბონემენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია: სტანდარტული აბონემენტი: 105 ლარი აბონემენტი ახალი თიბისი ბარათით (-20%): 84 ლარი აბონემენტი ახალი თიბისი კონცეპტ Visa ბარათით (-25%): 78.75 ლარი

Early Bird აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია. Early Bird-ის დასრულების შემდეგ აბონემენტის ფასი მოიმატებს და დღიური ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.

ასაკობრივი პოლიტიკა: 10 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა (სრულწლოვანის თანხლებით). 11-17 წლის მოზარდებისთვის აუცილებელია ბილეთი და სრულწლოვანი თანმხლები პირი.

კარი იხსნება: 4 ივლისს, 14:00 საათზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუსი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუში დააკავა

სუსი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუში დააკავა

ნეტგაზეთი

საიამ 2024 წლის პროევროპული აქციების დროს დაზარალებულებზე სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა

საიამ 2024 წლის პროევროპული აქციების დროს დაზარალებულებზე სტრასბურგში საჩივარი გაგზავნა

ნეტგაზეთი

შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა

შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი