მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
სუს აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუში დააკავა - Netgazeti

სუს აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუში დააკავა - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დააკავა საქართველოს ერთი მოქალაქე.

სუს-ის თანახმად, დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

სუს აცხადებს, რომ ეს პირი აგროვებდა:

ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების (სუს-ი, შსს, თავდაცვის სამინისტრო) შესახებ. მათი დისლოკაციის ადგილები, ძალები და საშუალებები. ობიექტების ფოტო და ვიდეო გადაღება. ინფორმაცია სტრატეგიული ობიექტების შესახებ (ხიდები, ავტომაგისტრალები, რკინიგზა და სხვა).

სუს-ის განცხადებით, ანალოგიურ დანაშაულში მხილებულია კიდევ ორი პირი (საქართველოს მოქალაქეები), რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. მათ მიმართ ბრალდება დაუსწრებლად იქნა წარდგენილი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა), რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმ პირებზე, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის ხაზით.

სუს არ ასახელებს რომელი ქვეყანა იდგა ზემოხსენებული ამბის უკან.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია