
ფაშინიანი გმობს თურქეთის დროშის დაწვას სომხეთში - Netgazeti
ნეტგაზეთი|netgazeti.ge
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პროვოკაციულ და დაძაბულობის გამომწვევ ქცევად მიიჩნევს სომეხთა გენოციდის წლისთავის წინა დღეს, 23 აპრილს, ერევანში სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (ARF) მიერ ორგანიზებული ჩირაღდნებით მსვლელობის მონაწილეების მიერ თურქეთის დროშის დაწვას.
ამასთან დაკავშირებით „არმენპრესის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
“პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გმობს ასეთ ქმედებას და მას აფასებს, როგორც უპასუხისმგებლოs და დაუშვებელს. საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი მეზობელი ქვეყნის დროშის დაწვა ქვეყნის მეთაურის მხრიდან სხვა შეფასებას ვერ მიიღებს. ეს არის აშკარად პროვოკაციული და დაძაბულობის გამომწვევი ქცევა”.
გაზიარება:
N
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge